ხშირად დასმული კითხვები

  • საგარანტიო მომსახურება
  • ჩვენთან შეძენილ ელექტრონულ მოწყობილობებზე ვრცელდება მწარმოებლის გარანტია 2 წელი. საგარანტიო მომსახურებას ახორციელებენ მწარმოებლის მიერ შერჩეული ავტორიზებული სერვის ცენტრები. 

    საგარანტიო მომსახურება გულისხმობს, გაყიდვის შემდგომ მოწყობილობის დაზიანების შემთხვევაში მის უფასო შეკეთებას, რაც მოიცავს შეკეთებისა და სათადარიგო ნაწილების ღირებულებას. 

    საგარანტიო მომსახურების განსახორციელებლად აუცილებელია დაცული იქნას მწარმოებლის მიერ შემუშავებული ექსპლუატაციის წესები, თანდართული ინსტრუქციის შესაბამისად. 


    ქვეყანა

    ქალაქი

    სერვის ცენტრის დასახელება

    სერვის ცენტრის მისამართი

    საქართველო

    თბილისი

    მეგატექნიკა

    წერეთლის გამზირი #140

    საქართველო

    თბილისი

    სერვისექსპრეს+

    ვაჟა-ფშაველას #30ა

    საქართველო

    თბილისი

    ელიტ სერვისი

    ქავთარაძის #3

  • როგორ მუშაობს გადახდის მეთოდი "გადავიხდი მოტანის დროს"?
  • როდესაც თქვენ ირჩევთ გადახდის მეთოდს "გადავიხდი მოტანის დროს", თქვენ ირჩევთ სასურველ პროდუქტს აკეთებთ შეკვეთას. შეკვეთა გენერირდება ჩვენთან სისტემაში. კურიერი გაწვდით პროდუქციას თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე და ადგილზე ახდენს თანხის შეგროვებას. 

    *გაითვალისწინეთ რომ "გადავიხდი მოტანის დროს" მეთოდი ვრცელდება მხოლოდ თბილისზე. 

  • როგორ მუშაობს გადახდის მეთოდი "თვითონ წავიღებ"?
  • როდესაც თქვენ ირჩევთ გადახდის მეთოდს "თვითონ წავიღებ", თანხა ჩამოგეჭრებათ ბარათიდან, ხოლო მოგვიანებით მოხვალთ ჩვენ ოფისში და გაიტანთ თქვენს მიერ შესყიდულ პროდუქციას. 

  • რა დრო ჭირდება პროდუქციის მიწოდებას?
  • ჩვენ ვახორციელებთ პროდუქციის მიწოდებას საქართველოს მასშტაბით, პროდუქციის მიწოდება ხდება ქვემოთ ჩამოთვლილ რეგიონებში (იხილეთ ჩამონათვალი). სტანდარტული მიწოდების და COD სერვისის მიწოდების დრო  2-3 სამუშაო დღე, დამოკიდებულია შეკვეთის მიღების დროზე და მიწოდების ადგილზე. 

    თუ შეკვეთა მიიღება დღის პირველ ნახევარში 17:00 საათამდე, პროდუქციას მიიღებთ მეორე დღეს. 17:00 საათის შემდგომ მიღებული შეკვეთების მიწოდება მოხდება მე-3 დღეს. 

    მიწოდება ვრცელდება შემდეგ ლოკაციებზე: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, თელავი, მცხეთა, წყნეთი, კოჯორი, კიკეთი, ზუგდიდი, ანაკლია, აბაშა, აგარა, ადიგენი, ამბროლაური, ასპინძა, ახალდაბა, ახალქალაქი, ახალციხე, ახმეტა, ბაკურიანი, ბაღდათი, ბოლნისი, ბორჯომი, გარდაბანი, გონიო, გურჯაანი, დედოფლისწყარო, დმანისი, დუშეთი, ვანი, ზესტაფონი, თეთრიწყარო, თერჯოლა, თიანეთი, კასპი, ლაგოდეხი, ლანჩხუთი, ლენტეხი, მანგლისი, მარნეული, მარტვილი, მახინჯაური, მესტია, ნინოწმინდა, ოზურგეთი, ონი, რუსთავი, საგარეჯო, სამტრედია, სარფი, საჩხერე, სენაკი, სიღნაღი, სტეფანწინდა, სურამი, ტყიბული, ურეკი, ფასანაური, ფოთი, ქარელი, ქედა, ქობულეთი, ყვარელი, შუახევი, ჩაქვი, ჩოხატაური, ჩხოროწყუ, ცაგერი, წალენჯიხა, წალკა, წაღვერი, წნორი, წყალტუბო, ჭიათურა, ხარაგაული, ხაშური, ხელვაჩაური, ხობი, ხონი, ხულო, ჯვარი, გორი


  • როგორ შევიძინოთ პროდუქცია philips.ge-ზე?
  • ჩვენ ვცდილობთ რომ ვებ-გვერდზე ყიდვის პროცესი მაქსიმალურად მოსახერხებელი და იოლი იყოს თქვენთვის. გავაუმჯობესეთ გადახდის მეთოდები და გთავაზობთ სამ განსხვავებულ ვარიანტს. 

    1. სტანდარტული მიწოდება - მომხმარებელი იხდის ბარათით. კურიერს მიაქვს პროდუქცია მომხმარებლის მისამართზე. 


    2. თვითონ წავიღებ (Pick Up) - მომხმარებელი იხდის ბარათით. მოგვიანებით მომხმარებელს შეუძლია პროდუქცია გაიტანოს ჩვენი ოფისიდან. 

    ოფისის მისამართი: თბილისი, მიცკევიჩის #27ბ, მე-4 სართული. სამუშაო დღეები/ საათები: ორშ - პარ/ 10:00 - 19:00

    *გაითვალისწინეთ, რომ მომხმარებელმა რომელმაც გააკეთა შეკვეთა უნდა წარმოადგინოს შეკვეთის დამადასტურებელი ინვოისი. 


    3. გადავიხდი მოტანის დროს (Cash on Delivery) - მომხმარებელი აკეთებს შეკვეთას. კურიერს მიაქვს პროდუქცია მომხმარებლის მისამართზე და ადგილზე იღებს თანხას მომხმარებლისგან.